ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზა გახსნილია. 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა.
განახლებული გზა, რომელიც დაბა წნორთან და სიღნაღთან ექვს სოფელს აკავშირებს, მინისტრმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ის 3 მილიონ ლარამდე დაჯდა.