20 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
„თუ გაგრძელდა ნარმანიას უნიათობა და უმოქმედობა, დედაქალაქში მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს,“ - თამაზ შოშიაშვილი

ქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგის გამართვას გეგმავენ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ისინი მოუწოდებენ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ დაიწყონ ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა მდგომარეობა ქალაქში განიმუხტოს.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, 950 მილიონიან ბიუჯეტში, არც ერთი პროექტი არ არის გათვალისწინებული დედაქალის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

 „თუ გაგრძელდა ნარმანიას უნიათობა და უმოქმედობა ამ კუთხით, დედაქალაქში მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს იმ პროექტების ამუშავება, რომელიც არსებობდა წინა ხელსუფლების პირობებში.

 

 

 

 

დღის ამბები