საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბათუმში დღეს დაიხურება. გალა კონცერტი პიაცაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო გადატანილია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და 20 საათზე დაიწყება.
ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ინიციატივით გალა კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და შემოსული თანხა სირიაში ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს გადაერიცხება.