ამ წუთებში მესტია-ხაიშშის ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთი გადაკეტილია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქცია დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყეს. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ხუდონჰესის მშენებლობას.
აქციის მონაწილეები სამშენებლო სამუშაოების ხელშეშლით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ არ შემოუშვებენ მუშებს, ასევე წყობიდან გამოიყვანენ სამშენებლო ტექნიკას.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველებიც იმყოებიან. ისინი ცდილობენ მოქალაქეები გაიყვანონ ცენტრალური გზიდან. თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და გზის გახსნას არ აპირებენ.