აქცია გამართეს მთავარ პროკურატურასთან ეთნიკურად აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა.
ისინი პროკურატურას პოლიციის თანამშრომლის მფარველობაში ადანაშაულებენ და იმ საქმის გამოძიებას მოითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, პოლიციელის თაღლითურ საქმიანობას ეხება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გასულ წელს პოლიციის თანამშრომელი 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ მანქანის მიღებას დაპირდა, რის შემდეგაც მან დანაპირები არ შეასრულა და თანხა მიითვისა.
დაზარალებულები აქციის გამართვას კანცელარიასთანაც გეგმავენ.