20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"ერთ კაცზე 3 პოლიციელი მოვიდა, აშინებენ ხალხს," - გურჯაანში დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილი მივიდა

გურჯაანში დღეს დაგეგმილ აქციაზე მევენახეთა მხოლოდ ნაწილი მივიდა. აქციის მონაწილეების რომლებიც დღეს გამგეობასთან იყვნენ შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ თანამებრძოლებზე ზეწოლა განხორციელდა. 

"არც ოცნება მინდა არც ნაცების, მე ვითხოვ ფასის აწევას. ხალხს შეეშინდა ამ მთავრობისა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი გააჩნუმონ. ერთ კაცზე 3 პოლიციელი მოვიდა და რა უნდა ვქნათ?"- აცხადებს მევენახე მურთაზ გორხელაშვილი რომელიც დღეს ერთ-ერთი იყო რომელიც აქციაზე მივიდა. 

აქციაზე მყოფი მევენახეების ნაწილი კი დღეს ამბობდა, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარებას და მის შედეგებს ელოდბიან. იმ შემთხვევაში კი თუ ყურძნის ფასი არ გაიზრდება აქციები კვლავ გაგრძელდება. 

"კომიტეტის სხდომა იქნება დღესო და შეიძლება დღეს გადაწყდეს რამეო ხოდა ველოდებით, თუ შედეგი არ იქნება ხვალიდან გავაგრძელებთა აქციას,"- აცხადებს მევენახე მალხაზ სულაძე. 

რთველი 2015-ის შესახებ დღეს თოქ-შოუ არჩევანში მევენახეები, პოლიტიკოსები და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ. 

 

ავტორი ნათია ტრაპაიძე. 

 

ფოტო არქივი

ამავე თემაზე
დღის ამბები