საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელმა ილია კოკაიამ, კლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 7 სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.
ამის შესახებ თანხმობა თბილისის დინამომ, ზესტაფონმა, ფოთის კოლხეთმა, სამტრედიამ, ქუთაისის ტორპედომ და გორის დილამ განაცხადეს.
კოკაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც აღმასკომმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რიგგარეშე ყრილობა ჩატარებულიყო და ფეხბურთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები გაწევრიანებულიყვნენ.
კოკაიამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და ლეგენდარულ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს იუდა უწოდა, რომელმაც ქართული ფეხბურთი მეორედ გაყიდა.