20 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
უჩა ნანუაშვილმა და ბაჩო ახალაიამ პატიმრობაში მყოფი ჯარისკაცების შესახებ ისაუბრეს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია მოინახულა. უჩა ნანუშავილი ბაჩო ახალაიას მდგომარეობით დაინტერესდა. 

ყოფილმა მაღალჩინოსანმა და სახალხო დამცველმა აქტუალურ თემებზეც ისაუბრეს. მათ შორის როგორც ანი ნადარეიშვილი აცხადებს საუბარი შეეხო ჯარისკაცებისა და პოლიციელების პატიმრობაში ყოფნის ფაქტს.

"საუბრის მეორე თემა შეეხებოდა უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოსთვის თავდადებული ჯარისკაცების და პოლიციელების, კერძოდ, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძის, რომა შამათავას, კობა თოდუას, კახა ნაკანის და სხვების სისხლის სამართლის საქმეებზე დარღვევებს და მათ უკანონო პატიმრობას. უჩა ნანუაშვილმა ამ წუთებში დატოვა მატროსოვის მე-9 დაწესებულება," - აცხადებს ანი ნადარეიშვილი. 

ნადარეიშვილის ინფორმაციით უჩა ნანუაშვილმა და ბაჩო ახლაიამ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს. 

 

ფოტო არქივი

დღის ამბები