20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
კახეთში მეღვინეების საპროტესტო აქცია ხვალისთვის გადაიდო

კახეთში მეღვინეების საპროტესტო აქცია ხვალისთვის გადაიდო. მევენახეების ნაწილი ყურძენს უკვე კრეფს. ისინი აცხადებენ, რომ ყურძენს დაკრეფენ, მაგრამ არც ღვინის ქარხანას და არც სახელმწიფოს არ ჩააბარებენ, რადგან, მათი თქმით, ყურძნის რეალური ფასი არ არის მათთვის შეთავაზებული.

გლეხების პრეტენზიებს ქარხნის წარმომადგენლები არ იზიარებენ და გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩაიბარონ მევენახეებისგან ყურძენი.

ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გლეხების ნაწილი აქტიურად აბარებს უკვე მოსავალს.

„ყურძენს აბარებს ყველა მევენახე, ვისი ყურძენიც დამწიფდა. ფასები განსხვავებულია და დაახლოებით ის არის, რაც აქამდე ცხადდებოდა, მაგრამ ხარისხის მიხედვით გვხვდება უფრო მაღალი ფასებიც,“ - აცხადებს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, გიორგი სამანიშვილი.

დღის ამბები