20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
მატარებლების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ფოთში მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.  მატარებლების შეჯახების ადგილზე რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. 

დაშავებულთაგან 4 საშუალო სიმძიმის ტრამვები ჰქონდა მიღებული. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

რაც შეეხება კიდევ ერთ მგზავრს, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 

 

დღის ამბები