გურჯაანის ცენტრში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მევენახეების პროტესტის ეპიცენტრი იყო, დღეს დაანონსებული მასშტაბური აქცია არ შედგა. ამის მიზეზად მოსახლეობის ნაწილი ზეწოლას ასახელებს.
ყოფილ პრემიერს დაპირებას კახელები ისევ ახსენებენ და ყურძნის ფასის, მინიმუმ, 1 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
კახელი გლეხებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებაზე ყოფილმა პრემიერმა დღეს კომენტარი არ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
მოსავლის აღება ადგილობრივების ნაწილმა დღეს მაინც დაიწყო. თუმცა, შეთავაზებული ფასის გამო, ისინი ყურძნის ჩაბარებაში აზრს ვერ ხედავენ.
მევენახეების ნაწილი გურჯაანის ცენტრში შეკრებას ხვალაც გეგმავს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე