ხმაურიანი ალეგრობა ოზურგეთში. ნაციონალური მოძრაობის სამი აქტივისტი ქალაქის ერთ- ერთ შენობაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს.
მატყუარა მთავრობა - ასე ხვდებოდა ოპოზიცია გურიაში პრემიერ-მინისტრს. ამ ინციდენტის მიუხედავად, გურიაში ალეგრობა იზეიმეს და ახალი ობიექტებიც გახსნეს.
როგორც გაირკვა, პრემიერის დასახვედრად ოზურგეთში განსაკუთრებით მოემზადნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჯარო მოხელეს და სკოლების ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურის დასახვედრად ხალხის მაქსიმალურად მობილეზება ჰქონდა დავალებული.
რამდენიმე სკოლაში გურიაში ღარიბაშვილის ყოფნის გამო სასწავლო პროცესიც კი შეწყდა. თუმცა, რესურსცენტრში განმარტეს, რომ სკოლებმა სასწავლო პროცესი თავად გადადეს.
ინფორმაცია არც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. თუმცა, მეხუთე საჯარო სკოლაში მიღებულ მითითებაზე ღიად საუბრობდნენ.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი