20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
საცობები თბილისში - ქალაქის მთავრობაში ფასიანი გადაადგილების დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება მძღოლებს საცობებში უწევთ. მძღოლები, ავტომობილების სიმრავლის გარდა, საცობების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ.

მერიაში დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის შესახებ კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არა აქვთ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაცვლად კი განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ფასიან გადაადგილებას ასახელებს.

ავთანდილ სუდაძემ ხმაურიანი განცხადება რადიო ფორტუნასთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ოპოზიცია მერიას ყველა იმ პროექტის დასრულებას ურჩევს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ დაიწყო და ქალაქის განტვირთვისთვის ხელშემწყობია.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს აანონსებენ.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები