ხმაური თოქ-შოუ "არჩევანში" - მმართველი გუნდის წევრის, გიგა ბუკიას, ტონმა და გაკეთებულმა განცხადებებმა მევენახეები გააღიზიანა.
გიგა ბუკიამ რუსთავი2 ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად "თემის პოლიტიზირებასა" და "გაბუქებაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არც ტელეკომპანიას და არც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას რეალურად არსებული ვითარება არ აწუხებს.
გიგა ბუკიას ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა თოქ-შოუ არჩევანის სტუდიაში.
მევენახეებმა გიგა ბუკიას კითხვებზე პირდაპირი პასუხები მოსთხოვეს.
დარბაზში გამოწვეული ხმაურის დროს დეპუტატი ირონიული მიმიკით იჯდა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უსვამდა კითხვას, რამაც გლეხები უფრო მეტად გააღიზიანა.
- გიორგი კმაყოფილი ხარ? - დეპუტატის ამ განცხადებებს კი დარბაზში მორიგი ხმაური მოჰყვა.