მოსამართლე მერაბ ტურავა ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. სწორედ მისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა გუშინ გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი სტაციონარში გულის ტკივილით შეიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.