საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა იწვევდეს კითხვებს და პროცესების ხელოვნურად გაჭიანურების ეჭვს. ასეთია არასამთავრობოებისა და კონსტიტუციონალისტების შეფასება.
მათი აზრით, საჭიროა დამატებითი დასაბუთება და არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რატომ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა და შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილების გამოცხადება.
როგორც ცნობილია, მოსამართლე მერაბ ტურავა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. სწორედ მისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა გუშინ გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ.