კახეთში შექმნილ ვითარებაზე, რთველის მიმდინარეობასა და მევენახეების მოთხოვნებზე, ფრაქციის სხდომაზე იბარებენ სოფლის მეურნეობის მინისტრს თავისუფალი დემოკრატები.
მათ ეს გადაწყვეტილება კომიტეტების გუშინდელი ხმაურინი სხდომის შემდეგ მიიღეს.
„შთამბეჭდავია ის, რომ მთავრობა არის ძალიან თვითკმაყოფილი თავიანთი საქმიანობით, მაგრამ მეორეა, რას ხედავს საზოგადოება და როგორ აფასებს მათ საქმიანობას,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მივა თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრი თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სხდომაზე ჯერ-ჯერობით უცნობია. ის ამის მიზეზად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებს.
„ჩემი ვალდებულება რაც არის შევასრულებ, რაც არ არის იმაზე უკვე ჩემი კეთილი ნებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრას, რომელსაც გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი და მევენახეებიც ესწრებოდნენ, ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული სუბსიდია არ გადაიხედება.
აღნიშნულ თემას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გამოეხმაურა.
"ის სამუშაოები, რაც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ძალიან შთამბეჭდავია, ის გაწეული ღვაწლი, რაც სამინისტროს და ზოგადად მთავრობის მხრიდან იქნა გაწეული, სოფლის მეურნების განვითარების კუთხით," - განაცხადა გელა სამხარაულმა.