ეთნიკური უმცირესობების სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაიმართა შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო).
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილებოდა სამოქმედო გეგმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდას უზრუნველყოფს არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით.
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს რამდენიმე რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ ეთნიკური უმცირესობების წევრებთან უკვე 3 წელია ატარებს, რათა მათ ჰქონდეთ თანაბარი პირობები და მიიღონ სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე.