პრაქტიკული სახელმძღვანელო პოლიციელებისთვის. შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში.
წიგნის ავტორები არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს წარმოამდგენლები.
წიგნის მიზანია საპოლიციო სამართლის, როგორც სასწავლო დისციპლინის ჩამოყალიბება და კვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.
"პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, „საპოლიციო სამართალი“ წარმოადგენს პირველ სახელმძღვანელოს, რომელიც კანონის განმარტებას და პოლიციელთათვის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში კანონის დებულებები განმარტებულია პრაქტიკული მაგალითების, ილუსტრაციებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით.
სახელმძღვანელოში პოლიციელის მხრიდან სამართალდარღვევაზე რეაგირების ფორმები პრევენციული ღონისძიებებისაგან მკაფიოდ არის გამიჯნული. გარდა პრევენციული ღონისძიებების განმარტებებისა, წიგნში ასევე აღწერილია იძულების ღონისძიებების მეთოდები, სპეციალური საპოლიციო საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების ტექნიკა.