ჭუბერში დღეს საფუძველი ჩაეყარა ნესკრაჰესის მშენებლობას. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სვანეთში პრემიერმინისტრი ჩავიდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდის, კორეული და იტალიური საამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც.
„ეს არის დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მასშტაბის პირველი ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის და ენერგო დამოუკიდებლობისთვის. სადგური ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია, ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.