20 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
„ეს იქნება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში," - ირაკლი კოვზანაძე ნესკრაჰესზე საუბრობს

ჭუბერში ნესკრაჰესის მშნებელობლობის საფუძველის ჩაყრის ღონისძიებას ვიცე პრემიერი კახი კალაძე დაესწრო.

ენერგეტიკის მინისტრმა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ენერგეტიკა, ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ საქართველოს ეკონომიკურად. ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს ეს არის ძლიერი საზოგადოება,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ნესკრაჰესის პროექტი იქნება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ეს არის ერთი მილიარდიანი პროექტი, რომელიც იქნება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტი,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

დღის ამბები