იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც პრემიერმინისტრმა სიმბოლურად ჰესის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა, მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ადგილზე შეკრებილებს სურდათ პრემიერთან საკუთარ პრობლემებზე გასაუბრება. ისინი აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა მათ პრობლემებს უქმნის, ასევე მათ შეუზღუდეს ხე-ტყის მოჭრისა და დამუშავების უფლება. ადგილობრივებს ასევე აინტერესებთ, როგორ მოხდება ჰესში დასაქმება.
მოსახლეობის სურვილის მიუხედავად ისინი პრემიერთან არ მიუშვეს და მათთან შეხვედრის სურვილი არც თავად ღარიბაშვილს გამოუთქვია.