20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ჩაკეტილი ხიდი - სვანეთში ჩასულ პრემიერთან ადგილობრივები არ მიუშვეს

პრემიერმინისტრმა სვანეთში ახალ პროექტს, ნესკრა ჰესის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ადგილობრივებმა პრემიერისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს, რადგან მათ პრემიერთან მისასვლელი ხიდი ჩაუკეტეს. მოსახლეობის აინტერესებდა დასაქმდებოდნენ თუ არა ადგილობრივები ჰესის მშენებლობის დროს. მათ იმ სოციალურ პრობლემებზეც უნდოდათ საუბარი, რომელიც ზაფხულის გვალვამ შეუქმნა.

პრემიერმა დღეს მხოლოდ კორეულ ტელევიზიას უპასუხა კითხვებზე.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. ჰესის მშენებლობას კორეული და იტალიური კომპანიები საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები