20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დღეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა იწყება

დღეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა იწყება. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები პირველივე სხდომაზე – მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებასთან ერთად საქმის კოლეგიალური წესით განხილვას და ზეპირ მოსმენას მოითხოვენ.

უცნობია დაესწრება თუ არა თავად მოსარჩელე დღევანდელ პროცესს. ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას მისი ადვოკატებიც ელოდებიან. ხალვაში რუსთავი 2-ის წილის დაბრუნებას ითხოვს.

ის ამტკიცებს, რომ 2004 წელს კომპანიის აქციები იძულებით დაათმობინეს. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელები სარჩელის უკან პოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავენ.

დღის ამბები