საპროტესტო აქცია პეკინის ქუჩის 23 ნომერთან - შეკრებილები საბავშვო ბაღის ადგილზე კომპანია "ელ-ზუროს” მიერ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდნენ.
რამდენიმე თვის წინ აქ მცხოვრებთათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე ასევე უნდა მოჭრილიყო წიწვოვანი ხეები, რის შემდეგაც პერმანენტული აქციები დაიწყო.
საპროტესტო გამოსვლაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ ”ელ-ზუროს” უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღაჩინოსნები დგანან.
"ამ ყველაფრის უკან დგას ბატონი გამეზარდაშვილი, რომელიც გახლავთ თამაზაშვილის უახლოესი მეგობარი. თამაზაშვილი რომ ბატონი ღარიბაშვილის სიმამრია ეს ყველამ კარგად ვიცით და სწორედ ამიტომ, ასე თავხედურად, ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი და დაუკანონა ეს სახელმწიფო ქონება კომპანიას, რომელსაც დღემდე არცერთი სახლი არ აქვს აშენებული," - აცხადებს ნიკა მელია.