ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალი მისამართი ცნობილია. როგორც ეკოონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინსტიტუტი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში ლეონიძის ქუჩაზე განთავსდება.
როგორც მინისტრი ამბობს გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო.
"თუ თქვენ გინახავთ ის განძი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელნაწერების სახით, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ცენტრალურ უბანში ჰქონდეს კარგი მუზეუმი," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.