20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ბიძინა, გამოუშვი გიგი", "გაიღვიძე ბატონო პრეზიდენტო", - აქცია სასამართლოსთან

"ბიძინა გამოუშვი გიგი", "გაიღვიძე ბატონო პრეზიდენტო", - ამ ლოზუნგებით ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოსთან. 

აქციის მონაწილეები დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს "გაიღვიძოს" და განცხადება გააკეთოს. ასევე მიმართავენ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. 

აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით უჭირავ - "ბიძინა, გამოუშვი პოლიტპატიმარი", "თავისუფლება გიგის", "გიგი უკანონო პატიმარია", "გაიღვიძე, ბატონო პრეზიდენტო", "თბილისს უყვარს გიგი" და "თავისუფლება პოლიტპატიმრებს".

დღის ამბები