სოფელ სამებაში, შანიძეების საცხოვრებელ სახლში, ხანძარს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მივიდნენ ადგილზე, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, მოხუცის სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.