საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე მსჯელობენ, პარლაელურად კი სასამართლოს მოსაცდელში და ეზოში უგულავას მხარდამჭერები, მეგობრები, თანამოაზრეები და თანაგუნდელები არიან შეკრებილები.
რამდენიმე წუთის წინ კი სასამართლოს შენობაში ინციდენტი მოხდა. ამ ეტეპზე უცნობმა პირმა როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ იქ მყოფ პირებს შეურაცხყოფა მიაყენა.
უცნობი პირის განცხადებებს შენობაში ხმაური მოჰყვა, ნიკა მელიამ და გოკა გაბაშვილმა აღნიშნულ პირს სასამართლოს შენობის დატოვება მოსთხოვეს.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. გოკა გაბაშვილის განცხადებით აღნიშნული პირი სუს-ის თანამშრომელია.
საქალაქო სასამართლოში იმ სხდომათა დარბაზში, სადაც გიგი უგულავას საქმეს განიხილავენ მანდატურისა და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
ფოტო არქივიდან