20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მევენახეების რადიკალური ზომები - კახელმა გლეხებმა ყურძნის დაბალი ფასის გამო შესაძლოა მომავალი წლიდან ვენახი გაჩეხონ

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მევენახეების ნაწილმა ყურძნის კრეფა დაიწყო, თუმცა ვენახის გაჩეხვას მომავალი წლიდან გეგმავენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო, შემოსავალს ვერ იღებენ. გლეხებს, ვენახის მოსავლელად ბანკიდან გამოტანილი ვალების გადახდაც უჭირთ.

მევენახეების ნაწილი ფასების სიმცირის გამო ყურძნის დაკრეფას საერთოდ არ აპირებს. კახელი გლეხების ნაწილი, მოსავლის რეალიზაციის დაგვიანებაზეც საუბრობს.

ყურძნის ჩასაბარებლად რიგში დგომა, მათ რამდენიმე საათი მოუხდათ. გლეხები იმასაც ამტკიცბენ, რომ ყურძენში მცირე ხარვეზებს ქარხნები, ფასის კიდევ უფრო შესამცირებლად ეძებენ.

ქარხნების შეფერხებით მუშაობას გამორიცხავენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.

ახლანდელი მონაცმებით რქაწითელი 70 თეთრი, ხოლო საფერვი 85 თეთრი ღირს. კახელი მევენახეები ყურძნის ფასების მომატებას ისევ ითხოვენ.

ავტორები: თათია ხორბალაძე, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ქეთევან ჯაფარიძე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები