20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
სააქციო საზოგადოება "იუნიონს" 100 მილიონიანი ინვესტიციის შესრულების ვალდებულება გაუუქმდა

თბილისის საკრებულომ დღეს სააქციო საზოგადოება იუნიონს 100 მილიონიანი ინვესტიციის შესრულების ვალდებულება გაუუქმა. გადაწყვეტილებას დეპუტატების უმრავლესობამ მისცა ხმა.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრების განცხადებით ტერიტორია, სადაც საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო, ვერეს ხეობაში მდებარეობს და სტიქიის ზონაში მოხვდა, რის შემდეგაც დაგეგმილი პროექტები ვეღარ გაკეთდებოდა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკრებულოს მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება იმ კომპანიის სასარგებლოდ მიიღო, რომელთანაც კავშირი ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს აქვს.

„ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი უარს ამბობს საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ეს არის ძალიან მავნებლური გადაწყევტილება მერის მხრიდან, რომელიც დედაქალაქის მოსახელობის ნაცვლად ივანიშვილის ინტერესების დაცვით არის დაკავებული. ეს არის ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის განვითარებაზე უარის თქმა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

დღის ამბები