20 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით პოლიციელები და საბადრაგო სამსახურია მობილიზებული

საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით პოლიციელები და საბადრაგო სამსახურია მობილიზებული. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფებიან გიგი უგულავას უფლებადამცველები, მეგობრები, თანაგუნდელები, ოჯახის წევრები და მეგობრები. 

"პარტიზანული ღამეული მართლმსაჯულება გრძელდება გიგი უგულავას საქმეზე.
განაჩენს აცხადებს მოსამართლე ღამის 22:00 საათზე განხილვის დასრულებიდან 4 საათში, საქმეზე, რომელზეც 150 მოწმე დაიკითხა, 100 ტომზე მეტს მოიცავს. ეს არის სამარცხვინო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს უკვე აქვს დაწერილი, ადგილზე ორი ავტობუსი პოლიცია, საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. მოსამართლემ მათ წინასწარ უთხრა, რომ მოდით უგულავას ვიჭერო,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, რომ რიყისა და თბილსერვისის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 22:00 საათზე გამოაცხადებს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები