ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის დროს დაკავებული 2 პირი სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით დაკავებულები არიან ლაშა ჭიღლაძე და სოსო მინდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას დაკავება გააპროტესტეს. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.