ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 2024 წელს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. დეპუტატები მინისტრის მოადგილეს უსმენენ. 27-ი მილიარდ 800-ი მილიონი ლარი - ეს არის 2024 წლის ბიუჯეტი.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები, გაზრდილი პენსია, მომატებული ხელფასები, განახლებული ბაღები და სკოლები, ეს ძირითადი მიმართულებებია. დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
"ნაციონალურ მოძრაობა" ბიუჯეტს აკრიტიკებს და მთავარი კითხვები დოკუმენტის ხარჯვით ნაწილთან აქვს.