14 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენციას მართავს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენციას მართავს.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ რამდენიმე გარკვეული შემთხვევების გარდა, ახალმა ტექნოლოგიებმა „კარგად იმუშავა, მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ სიახლესთან დაკავშირებით, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი და გამოწვევა შეისწავლა არჩევნების ახალი, ტექნოლოგიური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს.

დღის ამბები