20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
კახეთში ქარხნებთან არსებული რიგების გამო მევენახეებს ყურძნის ჩაბარება უჭირთ

რთველი 2015 აქტიურ ფაზაშია, თუმცა მევენახეების ნაწილს ყურძნის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში რიგში დგომა უწევს. ყურძნით დატვირთული მანქანები, რომლებიც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან არის ჩასული, ძირითადად გურჯაანში, კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინის ქარხანასთან არის შეკრებილი.

მევენახეების თქმით, მოსავალი ფუჭდება და შესაბამისად ფასიც იკლებს. ქარხანაში კი აცხადებენ, რომ გრაფიკის გარეშე უწევთ მუშაობა, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ძირითადი დატვირთვა სწორედ მათ ქარხანაზე მოდის.

ამ დროისთვის, ყურძნის მიღების პროცესი შეჩერებულია, კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ქარხანა ჩაბარებას 18:00 საათიდან განაახლებს.

დღის ამბები