20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო გზებზე შეზღუდვები წესდება

მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდება. 

ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.   

შსს-ს ინფორმაციით, 20 სექტემბერს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან. 

დღის ამბები