შემთხვევა მოხდა უშბაზე, სადაც გერმანელი ტურისტები იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტს ფეხი დაუცდა და ის ნაპრალში ჩავარდა.
მის დასახმარებლად ადგილზე 112-ის მაშველები გამოიძახეს.
მაშველების დროული ქმედების შედეგად ტურისტის გადარჩენა მოხერხდა.
გერმანელ ტურისტს ფეხი აქვს დაზიანებული, რის გამოც მესაზღვრეებმა ის, დაახლოებით, 10 კილომეტრი ხელით ატარეს. საბოლოოდ ისინი მესტიაში ჩაიყვანეს.