კოლხეთში 40 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხე-ტყე გაჩეხეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით. ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შესახებ ინფორმაცია სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გაყოფილებაში შესრული სატელეფონო შეტყობინებით მიიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დგინდება ზიანი, რაც კოლხეთის სატყეო უბანმა მიიღო.
ამოღებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებში გადაიგზავნება.