საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად - ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია იმართება ამ წუთებში კუს ტბაზე. მარათონში სხვადასხვა უწყების წარმომადგნები არიან ჩართული.
ღონისძიება თბილისში უკვე მეათედ ტარდება და ამისი მიზანი ქართველ ქალებში ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლებაა.
დღევანდელი აქცია საქველმოქმედოა. თანხა კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის გროვდება.