20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარის გადაგომის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა.

პროკურატურასთან აქციის მონაწილეებმა გიორგი პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. 

აქციის მონაწილეებმა უნდობლობა გამოუცხადეს პროკურატურასაც და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს აყალბებს. 

აქციაზე უვადო პატიმრების ოჯახის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრებიც იმყოფებოდნენ. 

მიმდინარე აქციას იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები