20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მახათას მთაზე ილია მეორეს ელოდებიან

ილია მეორემ რამდენიმე წუთში მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის გუმბათის ჯვარი უნდა აკრუთხოს, რის შემდეგაც ჯვრის მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

დაინიშნა სპეციალური მარშრუტიც - მახათას მთის მიმართულებით ავტობუსები ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან და მეტრო “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან.

გარდა ამისა, დღეს და ხვალ მახათას მიმართულებით საპატრულო პოლიცია ცალმხრივ მოძრაობას აწესებს.

ღვთისმშობლის შობის ჯვარს ხვალ უკვე გუმბათზე აღმართავენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები