20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
29 წლის ქალი, რომელიც 2 შვილთან ერთად თბილისიდან უწერაში წავიდა და ბავშვებს ასწავლის

ლელა კოტორაშვილი ინტერნეტსივრცეში საკუთარი ბლოგებითა და ვიდეოჩანაწერებით საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი ადამიანია. 

პოსტსკტიპტუმი სწორედ მისი ცხოვრებითა და წარსულით დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ კოტორაშვილი თბილისში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, ერთ დღესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაჭაში, სოფელ უწერაში წასულიყო და ბავშვებისთვის ესწავლებინა.

ამ თხოვნით მან განათლების სამინისტროს მიმართა და "ასწავლე საქართველოსთვის " პროგრამის ფარგლებში პედაგოგი უწერაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა.

როგორც დღეს ამბობს, მასსაც და მის შვილებსაც ქალაქის შემდეგ მთის მაღალ სოფელში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა სურვილი უფრო მტკიცე აღმოჩნდა.

როგორც 29 წლის ლელა ამბობს, მისთვის უწერაში ყოფნა ბედნიერებაა.

კოტორაშვილი უწერაში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეობლოგებს ამზადებს და ინტერნეტში ანთავსებს.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

დღის ამბები