ტერიტორია, სადაც ბოლო 20 წელი კერძო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, ამჟამად შპს ელზუროს საკუთრებაა. 3500 კვადრატული მეტრი მიწა კომპანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 5 მარტის განკარგულებით მიიღო და სანაცვლოდ ყაზბეგის გამზირზე მდებარე 2400 კვადრატული მეტრი მიწა სახელმიწფოს დაუთმო.
2014 წლის თვითმართველობის არჩევნებიდან 2 დღეში, ანუ 17 ივნისს მიწის სტატუსი მართლაც შეიცვალა და იქ ბინათმშენებლობა თეორიულად დასაშვები გახდა.
გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ მიიღო და მას ხელს ირაკლი შიხიაშვილი აწერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწის ძველი მფლობელი, არსენ ასათიანი, შიხიაშვილის ცოლის, ეკატერინე ასათიანის, ნათესავია. მერიამ მის კომპანიას მიწის გადაცვლა შესთავაზა.
ნიკა მელიას ინფორმაციით, მყიდველმა თავიდანვე იცოდა, რომ მიწა პრობლემური იყო და, რომ კომპანიის მიერ ასათიანისთვის გადახდილი 3 მილიონ ლარამდე თანხა ფიქციაა, რომელიც მოგვიანებით მიწის სარფიანად გადაცვლის საბაბი უნდა გამხდარიყო.
საბოლოოდ ელზურომ ისევ საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში 3500 კვ მეტრი, ანუ 1100 კვადრატულით მეტი მიიღო, ვიდრე ფლობდა და ამ სხვაობის დასაფარად სახელმწიფოს მხოლოდ 116 000 ლარი გადაუხადა, ანუ ერთ დამატებულ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 105 ლარი.
ამასთან, მიწაზე მშენებლობის დაწყება პრობლემა არ უნდა ყოფლიყო, რადგან იქ უკვე იდგა ნაგებობა, რომელშიც კერძო საბავშო ბაღი ფუნქციონირებდა.
ნიკა მელიას ინფორმაციით, შპს ელზუროს უკან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ გამეზარდაშვილი, დგას და კომპანიისთვის საქმის მოგვარების გარანტიებიც უმაღლეს დონეზე იყო გაცემული.
ნონა მაჭარაშვილმა კომპანია 2014 წლის 8 ოქტომბერს, ერთი დღით ადრე დააფუძნა, ვიდრე სადაო მიწაში 1.7 ერთი მილიარდი დოლარს გადაიხდიდა.
რატომ მოხდა კომპანიისთვის საეჭვო მიწის დაჩქარებულ რეჟიმში გადაცვლა, თბილისის მერიაში ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ.
ნიკა მელია კი უახლოეს მომავალში კორუფციულ სქემის ახალი დეტალების გასაჯაროვებას და საგამოძიებო უწყებებისთვის გადაცემას გეგმავს.
ავტორი: მიშა სესიაშვილი