სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ჯვარზე მთხვევის საშუალება ჰქონდათ.
უწმინდესმა პარაკლისიც გადაიხადა, შეკრებილი მრევლისთვის იქადაგა და ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღეს 12 საათზე ჯვარს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღმართავენ.