თელავის ცენტრალურ მოედანზე, სადაც კონცერტი რუსთავი 2 შენთვის გაიმართა, გვიანობამდე ათასობით მსმენელი იყო შეკრებილი.
თელავი უკვე მეექვსე ქალაქია, სადაც ეს ღონისძიება ჩატარდა. რამდენიმე საათიან საკონცერტო პროგრამაში კომედი შოუს მსახიობები, იქს ფაქტორის, ნიჭიერისა და საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები, ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა და ასევე რუსთავი 2-ის სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ.
სპეციალურად თელაველებისთვის გიორგი უშიკიშვილმაც იმღერა.
„ყველაზე ღონიერ და ხერხემლიან კუთხეს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარხართ, მოვდივართ თქვენთან, რომ ბევრი სიხარული მოგიტანოთ იმ ფონზე, როდესაც ბოლომდე ბედნიერი არ ხართ, რთველის მიმდინარეობით, “-განაცხადა ნიკა გვარამიამ.