20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მახათას მთაზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალი დაიწყო

დღეს, ღვთისმშობლის შობის დღეა. ამ წუთებში კი  მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. 

ჯვარი მოოქროვილია და მისი სიმძიმე 3 ტონას აჭარბებს. 

ადგილზე იმყოფება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. ჯვრის აღმართვას მახათას მთაზე ათობით ადამიანი ესწრება.

ტაძრის მშენებლობის პროცესი ფაქტიურად დასრულებულია, თუმცა ეკლესია საბოლოო სახეს 25 დეკემბრისთვის მიიღებს. 

პაატა ბურჭულაძის განცხადებით ტაძრის გახსნით პატრიარქის აღსაყდრებიდან 25 წლის თავს მიულოცავენ.  

ჯვარი გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ჯვარზე მთხვევის საშუალება ქონდათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები