20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღმართეს

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვა დასრულებულია. 

მოოქროვილია ჯვარი რომელიც 3 ტონაზე მეტს იწონის ტაძრის გუმბათზე არმართეს.

ადგილზე იმყოფება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. ჯვრის აღმართვას მახათას მთაზე ათობით ადამიანი დაესწრო.

ტაძრის მშენებლობის პროცესი ფაქტიურად დასრულებულია, თუმცა ეკლესია საბოლოო სახეს 25 დეკემბრისთვის მიიღებს. 

პაატა ბურჭულაძის განცხადებით ტაძრის გახსნით პატრიარქის აღსაყდრებიდან 25 წლის თავს მიულოცავენ.  

ჯვარი გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ჯვარზე მთხვევის საშუალება ქონდათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები