20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
13 საერთაშორისო ორგანიზაცია პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგია

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე 13 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია პანორმა თბილისიის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. მათი ხელმოწერით სპეციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია რომ პროექტი საფრთხეს უქმნის დედაქლაქის კულტურულ მემკვიდრეობას.

გაითვალისწინებენ, თუ - არა, პროექტის ავტორები შენიშვნებს და შეჩერდება, თუ - არა, პანორამა თბილისი - დეტალები ერთ საათში კურიერში.

"ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია არ იყო სუბიექტური და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული. ის ადამიანები, ვინც ამ მიმართვას ხელს აწერენ, სრულიად დაცლილები არიან ამ ორი მომენტიდან. ამიტომ მათ მიკერძოებულობაში ბრალს ვერავინ ვერ დასდებს," -  ამბობს კულტუროლოგი, დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის ჰამქარის გამგეობის წევრი ცირა ელისაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები