საქართველოს მოქალაქის პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.
აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მისი პირობებით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
აქცია არ ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით.